empty

საქართველოს X მოწვევის პარლამენტის 2021 წლის 11 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

  

          I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.        საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (#07-3/48, 28.04.2021), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიას, დავით ბაქრაძის, გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, გათავისუფლდებიან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე - აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში,  და მათ  მოეხსნებათ ნასამართლობა. აგრეთვე, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულ ნორმათა საფუძველზე)

2.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/54, 19.05.2021), I მოსმენა

(საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი)

         (რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს. გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტით მოწესრიგდება, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა წარდგენასთან დაკავშირებული საკითხი)                               

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/5, 16.12.2020), II მოსმენა

          (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

(ორგანული კანონის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია (საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია) მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას)

4.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტის მიხედვით უფასო საეთერო დრო არ ეძლევა პარტიას, რომელმაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დაკარგა საბიუჯეტო დაფინანსება)

5.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(ორგანული კანონის შესაბამისად უფასო საეთერო დრო არ ეძლევა პარტიას, რომელმაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დაკარგა საბიუჯეტო დაფინანსება.“)

6.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტის მიხედვით პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას)

 

           II   განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/36, 24.02.2021), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: მაიაბითაძე, ბექადავითულიანი: თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი)

          (კანონის პროექტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

          (კანონის პროექტით განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი)

3.      საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

          (კანონის პროექტით განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა ან/და მისი დარღევისათვის  დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დროებითი წესი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას და სანქციას აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, I მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისგან და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე. აღნიშნული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი სამართალდარღვევა ჩაიდინეს ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“, I მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირების, გათავისუფლებას რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულისთვის. აგრეთვე, გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს ამ დანაშაულის საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი. ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში)

7.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

          (ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით  გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის პირობის შეცვლის ან/და მისი დარღევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დროებითი წესი)

8.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/68, 01.06.2021), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი)

(რეგლამენტის პროექტის თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეეძლება შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი)   

                                   (განიხილება დაჩქარებული წესით)

9.      მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გამოსვლა.

10.    სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (#1-5663/21, 28.04.2021).

     (მომხსენებელი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი).     

11.    საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წლიური ანგარიში (#2-7045/21, 04.06.2021).

           (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინოწილოსანი)

12.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-1875/21, 12.02.2021).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

13.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-1912/21, 15.02.2021).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი)

14.    საქართველოს   პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2019/21, 16.02.2021).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი)

15.    საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში  (#2-828/21, 28.01.2021).

          (მომხსენებელი - საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე)

16.    ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში (#2-1908/21, 15.02.2021)

           (მომხსენებელი - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე)                    

17.    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში (#2-1906/21, 15.02.2021)

           (მომხსენებელი - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე)            

18.    დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2907/21/10, 05.03.2021)

          (მომხსენებელი - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე)

19.    შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში (#2-4403/21, 08.04.2021)

(მომხსენებელი - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე)