პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

10 ივნისი 2021
პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო პროექტი, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ“ პარლამენტმა  77 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრის პროცედურამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლებიც, რომელთა დახმარებითაც პროექტი შემუშავდა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციაც აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.

პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

გალერეა

  • პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, 2021 წლის 10 ივნისი