2024 წლამდე, საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, არანაკლებ პარლამენტის ორ წევრს შეეძლება

11 ივნისი 2021
2024 წლამდე, საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, არანაკლებ პარლამენტის ორ წევრს შეეძლება

84 მომხრით 5-ის წინააღმდეგ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული რეგლამენტის ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

ცვლილებების შედეგად, 2024 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს, ნაცვლად არანაკლებ ოთხისა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.

კანონპროექტის განხილვა, მიმდინარე სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით წარიმართა.