ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

10 ივნისი 2021
ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში დიასპორის ასოციაციებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერაზე, ადაპტირებული სასკოლო სახელმძღვანელოების საჭიროებასა და ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკის შექმნის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.