ანრი ოხანაშვილმა და რატი ბრეგაძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

10 ივნისი 2021
ანრი ოხანაშვილმა და რატი ბრეგაძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა.

რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განხილული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს უკავშირდება.

„ჩვენ შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. იუსტიციის სამინისტროს ექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ყველა მის მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ დაგეგმილ რეფორმაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილმა და რატი ბრეგაძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,  2021 წლის 10 ივნისი