ხატია წილოსანმა საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველოს“  აქციაში მიიღო მონაწილეობა

17 სექტემბერი 2021
ხატია წილოსანმა საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველოს“  აქციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა შვედეთის განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების“ მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

დასუფთავების ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო, აქციის მონაწილეებმა გარემო პლასტიკის და მსგავსი ტიპის ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

„დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ აქციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში სამდღიანი დასუფთავების მარათონი იმართება. აქციის მიზანია სტიქიურად წარმოქმნილი ნარჩენების მოშორება და ტერიტორიების დასუფთავება პლასტიკისა და იმ ტიპის ნარჩენებისგან, რომლებიც გარემოში რთულად დასაშლელ ნარჩენებს წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტის აქციაში მონაწილეობით გვსურს მოვუწოდოთ ჩვენ მოქალაქეებს გაუფრთხილდნენ და დაასუფთაონ გარემო“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

დასუფთავების აქციაში შვედეთის განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო.

გალერეა

  • ხატია წილოსანმა საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველოს“  აქციაში მიიღო მონაწილეობა