პარლამენტში რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე იმსჯელეს

31 მაისი 2021
პარლამენტში რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში მოისმინეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამწვანების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო პროექტებზე.

„კოვიდ პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტში გარკვეული გამოწვევებია. ვფიქრობთ, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობით და სხვადასხვა აქტივობებით შევძლებთ ამის მოგვარებას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის მერი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ აუცილებელია კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა, განსაკუთრებით, სამრეწველო სექტორთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოე მეგრელიშვილმა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების, ნინო ლაცაბიძის და ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივით გაიმართა.

გალერეა

  • პარლამენტში რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე იმსჯელეს, 2021 წლის 31 მაისი