მაია ბითაძემ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

21 სექტემბერი 2021
მაია ბითაძემ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ბალტიკა-ევრაზიის საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მრავალმხრივ ონლაინ შეხვედრაში. 

შეხვედრა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის საკითხებს შეეხებოდა. 

„გაზიარებული იქნა გამოცდილება იმ ძალიან მნიშვნელოვანი გზის შესახებ, რომელიც ლიეტუვის სახელმწიფომ გაიარა ენერგოდამოუკიდებლობის სენსიტიურ გზაზე. პრაქტიკულად ეს ის გზაა, რასაც საქართველო ახლა გადის. საუბარი შეეხო ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობას, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობას ენერგეტიკულ სტრატეგიასთან მიმართებით. მე ხაზგასმით ვისაუბრე ნარჩენების აღდგენის საკითხზე, როგორც განახლებადი ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე, ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ. ვისაუბრეთ იმ თანამედროვე რესურსების და მართვის მექანიზმების მნიშვნელობაზე, რომელსაც გამოიყენებს განვითარებული მსოფლიო ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის თვალსაზრისით“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.