მაია ბითაძემ და ელჩმა, მარკ კლეიტონმა გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრეს

02 ივლისი 2021
მაია ბითაძემ და ელჩმა, მარკ კლეიტონმა გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებს, კლიმატის ცვლილების შერბილების 26-ე კონფერენციას, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ბრიტანეთში ჩატარდება და საქართველოს ჩართულობას ამ პროცესებში.

მხარეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ დაწყებული პროგრამა და მისი მნიშვნელობა.

აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებში, მეტი ეფექტიანობისთვის, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები როგორც ინსტიტუციური, ასევე ბიზნესის სექტორიდან.

მაია ბითაძემ ელჩს გააცნო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გეგმები საკანონმდებლო ცვლილებებისა და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში.

შეთანხმდნენ საელჩოსა და კომიტეტის მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი და ბრიტანეთის საელჩოს პროექტების ოფიცერი, თამარ ტრაპაიძე.

გალერეა

  • მაია ბითაძემ და ელჩმა, მარკ კლეიტონმა გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრეს, 2021 წლის 2 ივლისი