მაია ბითაძემ CENN-ის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა

14 აპრილი 2021
მაია ბითაძემ CENN-ის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო, განსაკუთრებით კი საზოგადოების აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გამოწვევების სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კომპონენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებიც განსაკუთრებით დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს ხარჯავენ იმისთვის, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილების საკითხები გააქტიურდეს. გააქტიურდეს როგორც ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ასევე მდგრადი და მედეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. შესაბამისად, თანამშრომლობა CENN-თან არის დროული, განსაკუთრებით იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა განხორციელდება კლიმატის ცვლილების საკითხებში გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ბითაძემ.

გალერეა

  • მაია ბითაძემ CENN-ის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, 2021 წლის 14 აპრილი