მაია ბითაძე: ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია

30 სექტემბერი 2021
მაია ბითაძე: ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის “საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia-ს“ ხელმოწერის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხრიდან ხელი მოეწერა „შეთანხმებას ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელების შესახებ“, რომელიც საფუძვლად დაედება პროექტის ოფიციალურად დაწყებას.

მაია ბითაძემ პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დღეს ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეწერება ხელი, რომელმაც პრაქტიკაში უნდა გვანახოს, თუ რას ნიშნავს ტყის მდგრადი მართვა.

„ჩვენი გუნდისთვის, როგორც საპარლამენტო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ზოგადად, „ქართული ოცნებისთვის“ „მწვანე ეკონომიკა“ და გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა ეს არის ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გაწერილი გვაქვს წინასაარჩევნოდ და ის პროგრამაა, რომლის აღსრულებასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის კომპონენტები, რომლებიც ზოგადად პროგრამაშია და პროექტშია გაწერილი, მათ შორის, ის კომპონენტი, რომელსაც ტყის მეორადი რესურსის მდგრადი მართვა ჰქვია, ტყის ნარჩენის ხელახალი გამოყენება და ენერგიაში გარდაქმნა ჰქვია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ფიტოსანიტარია და ის გამოწვევები, რაც ზოგადად ჩვენს ქვეყანას აქვს ფიტოსანიტარიის მიმართულებით. საერთაშორისო დახმარება, მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რის საშუალებასაც კლიმატის მწვანე ფონდი აძლევს ჩვენს ქვეყანას, რათა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვა მოხდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში განხორციელდება ტყის სექტორის რეფორმის მიმართულებით, იქნება წარმატებული.

პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანა.

პროექტმა ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით ხელი უნდა შეუწყოს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით. საპილოტე პროექტი გურიის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ პროექტის განხორციელებისთვის, 2020 წლის აგვისტოში დამტკიცდა 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის ხანგრძლივობა 7 წელია (2021-2027 წლები) და მისი თანადამფინანსებლები აგრეთვე არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (10 მილიონი ევრო) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (4 მილიონი ევრო).

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა და პროექტის ECO.Georgia-ს ხელმძღვანელმა ლუტც იარჩინსკიმ.

გალერეა

  • მაია ბითაძე: ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, 2021 წლის 30 სექტემბერი