მაია ბითაძე: მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი უმნიშვნელოვანესია თბილისის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის - სახელმწიფოსა და ფონდი „ქართუს“ თანამშრომლობა შედეგებს უკვე 4-5 წელიწადში მოგვცემს

24 მაისი 2021

ფონდი „ქართუს“ მიერ გამოყოფილი 16 მილიონი ლარი, რათა ფერდი აღდგეს და ჩანაცვლდეს იმ სახეობებით, რომლებიც ადეკვატურია აღნიშნული ფერდისთვის, არის უმნიშვნელოვანესი პროექტი თბილისის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ბითაძე მთაწმინდაზე იმყოფებოდა. კომიტეტისა და ფონდ „განვითარება და გარემოს“ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატებმა, მერიის, ფონდების „ქართუსა“ და „განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლებმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი მოინახულეს და აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

გასულ წელს დაიწყო მთაწმინდის ფერდის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ის პრობლემა, რაც თბილისს აქვს ფიჭვებთან დაკავშირებით, ყველასთვის ცნობილია, შესაბამისად, ის 16 მილიონი ლარი, რაც ფონდი „ქართუს“ მიერ იქნა გამოყოფილი იმისთვის, რომ ფერდი აღდგეს და ჩანაცვლდეს იმ სახეობებით, რომლებიც ადეკვატურია აღნიშნული ფერდისთვის, არის უმნიშვნელოვანესი პროექტი თბილისის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის. ეს არის პრობლემა - თბილისის ფიტოსანიტარია, რომელიც უკვე ძალიან თვალსაჩინოა, შესაბამისად, ეს თანამშრომლობა „ქართუსა“ და სახელმწიფოს შორის, არის ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაახლოებით 4-5 წელიწადში, რეალურ შედეგებს მოგვცემს მთაწმინდის ფერდზე და მთაწმინდის ფერდის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხეების ხმობასთან, ასევე, ნიადაგის ეროზიასთან, იქნება, საბოლოოდ, გამოსწორებული და პრაქტიკულად, ეს ფერდი მომავალ თაობებს შეუნარჩუნდება აღდგენილი და გაუმჯობესებული სახით“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

გალერეა

  • მაია ბითაძე: მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი უმნიშვნელოვანესია თბილისის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის - სახელმწიფოსა და ფონდი „ქართუს“ თანამშრომლობა შედეგებს უკვე 4-5 წელიწადში მოგვცემს, 2021 წლის 24 მაისი