მაია ბითაძე: ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიასთან მიმართებაში არის გამოწვევები, რასაც დამატებითი სამართლებრივი რეგულირების გამკაცრება სჭირდება

02 ივნისი 2021

გარემოს დაცვისა და ბენებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სატრანსპორტო საშუალებების მიერ ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით გაწეული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ გასატარებელი სამუშაოები დაგეგმეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ტრანსპორტის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის გამოყენებას, და დაიწყოს მუშაობა ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით. ამ საკითხზე წლებია მიმდინარეობს საუბარი, ამოქმედდა ტექნიკური დათვალიერება, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და დიდ ზიანს აყენებს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც სახელმწიფომ გაატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებით, ჰიბრიდული და სხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის წახალისების კუთხით. ფაქტია არის გამოწვევები, რასაც დამატებითი სამართლებრივი რეგულირების გამკაცრება სჭირდება, თუმცა, ისე, რომ ამან ჩვენი მოსახლეობისთვის მინიმალური ფინანსური დანახარჯი გამოიწვიოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა კომიტეტთან არსებული ტრანსპორტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეკრების წინა მოსამზადებელი ეტაპი იყო.

გალერეა

  • მაია ბითაძე: ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიასთან მიმართებაში არის გამოწვევები, რასაც დამატებითი სამართლებრივი რეგულირების გამკაცრება სჭირდება, 2021 წლის 2 ივნისი