გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

12 ივლისი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმება საქართველოს სატყეო სექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს ახალი ტყის კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტმა შარშან მიიღო და რომელიც ახალ მიდგომებს აწესებს ტყის მართვის და ტყით სარგებლობის მიმართულებით.

სატყეოს სექტორისთვის მსგავსი საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერა აქამდე არ ყოფილა. ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი კანონმდებლობა და პრინციპები, რომელიც მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ტყეების უკეთესად მართვისკენ და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უკანონო სარგებლობის ფაქტების შემცირებისკენ. როდესაც კლიმატის მწვანე ფონდისგან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 33 მილიონი ევროს გრანტის გამოყოფის შესახებ, გერმანიამ სამთავრობო დონეზე გამოხატა მზადყოფნა და თავის მხრივ საქართველოს დაეხმარება 10 მლნ. ევროს ოდენობის საგრანტო კომპონენტით და ასევე შვეიცარიის მთავრობა დამატებით 4,9 მლნ ევროს ოდენობის თანადაფინანსებას გამოყოფს. ეს არის ჯამში 47 მლნ ევროს ოდენობის საერთაშორისო საგრანტო მხარდაჭერა, რომელიც არის უპრეცედენტო და მთავარი აქტივობები, რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, არის ტყეების ინვენტარიზაცია, რაც რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა საქართველოში. გარდა ამისა, მოეწყობა საქმიანი ეზოები და ჩვენი გეგმაა 2023 წლისთვის ჯამში 91 საქმიანი ეზო მოეწყოს საქართველოს მასშტაბით, სადაც ორგანიზებულად განხორციელდება ხე-ტყის დამზადების სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ დამატებით შეიქმნება 600 სამუშაო ადგილი“, - განაცხადა მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამ რეგიონში ხელს შეუწყობს ახალი ტყის კოდექსის პრინციპების დამკვიდრებას და ტყეზე ზედამხედველობის გაძლიერებას, რაც არის წინგადადგმული ნაბიჯი სატყეო სექტორისთვის და ტყის ზედამხედველობის გაძლირებისათვის.

პროექტი განხორციელდება გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტში - ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური.

პროექტის ხანგრძლივობა 7 წელია და დაყოფილია სამ კომპონენტად: „ტყის მდგრადი მართვა“, „ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება“, „შემოსავლის წყაროები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში“.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 12 ივლისი