გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინა

04 ივნისი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინა.

კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დეტალურად განმარტა რას წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკა და განაცხადა, რომ დღეს არსებული წრფივი ეკონომიკის მოდელიდან - მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე, რომლის შედეგადაც რესურსების 95% იკარგება, მსოფლიო ეკონომიკა გადადის ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე. ცირკულარული ეკონომიკა ტრადიციული, წრფივი ეკონომიკის ალტერნატივაა, სადაც რესურსები შეძლებისდაგვარად დიდხანს გამოიყენება, სარგებლობისას მათი ღირებულების მაქსიმუმი მოიხმარება, ხოლო შემდეგ, ექსპლუატაციის ყოველი ციკლის ბოლოს პროდუქტებისა თუ ნედლეულის აღდგენა და ახალ სასიცოცხლო ციკლში ჩართვა ხორციელდება.

მისი თქმით, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას ქვეყნისა და ხალხისთვის მრავალმხრივი სარგებელი მოჰყვება. შეიქმნება ახალი, “მწვანე ინდუსტრიები” და ახალი სამუშაო ადგილები, ნაკლებად დაბინძურდება გარემო, გაიზრდება ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა, ენერგიის, რესურსებისა და ნარჩენების შემცირებით დაიზოგება ხარჯები.
მომხსენებელმა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების მიდგომებზეც ისაუბრა, რის შემდეგაც უპასუხა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.

ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტია საუბრის დაწყება იმაზე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების გარდა რა ფისკალური მოდელი შევქმნათ იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს სურვილი დაიწყოს ნარჩენების სეპარირება.
სახელმწიფოს ვალდებულებაა მოაწყოს ინფრასტრუქტურა სეპარირებისთვის და დაიწყოს ნარჩენების გადამუშავება. ასევე, შესაქმნელია ფისკალური მოდელი იმისთვის, რომ წახალისდეს ბიზნესი, რომელიც დაიწყებს ნარჩენების გადამუშავებას და რომელიც წარმოების „მწვანე გზას“ აირჩევს.
ცირკულარული ეკონომიკა ახალი სფეროა და ყველა ქვეყანას ამ მოდელზე გადასვლის თავისი მოდელი აქვს. რადგან ჩვენი ორიენტირი და სამართლებრივი ჰარმონიზაცია ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა ევროპულ მოდელებზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინა, 2021 წლის 4 ივნისი