გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში მოისმინა

01 ივნისი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში მოისმინა

სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ“ 2016-2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს წარუდგინა.

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის, ვასილ გედევანიშვილის თქმით, სააგენტოს მთავარი ფუნქციაა ადამიანისა და გარემოს დაცვა რადიაციის მავნე ზეგავლენისგან.

 მან იმ ძირითადი საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რომელიც სააგენტომ 5 წლის განმავლობაში განახორციელა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება ის მიმართულებაა, სადაც საქართველო წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზე და მნიშვნელოვანია აღნიშნული სააგენტოს არსებობა და საქმიანობა“.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში მოისმინა, 2021 წლის 31 მაისი