ხატია წილოსანი: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე სათანადო განხორციელების ხელშეწყობაა“

25 მარტი 2021

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც გლობალური მიზნების ადგილობრივ საქმიანობაში გამოყენების (Making Global Goals Local Business) საკითხებს მიეძღვნა, პარლამენტის წევრმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო მხარდაჭერაზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

„საქართველო, როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ნებაყოფლობითი გამომხატველი ქვეყანა, აქტიურად არის ჩართული, რათა ეროვნულ პოლიტიკაში ყველა ინდიკატორი და მიზანი მიღწეული და გათვალისწინებული იყოს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე სათანადო განხორციელების ხელშეწყობაა. დღევანდელ კონფერენციაზე პარტნიორ ქვეყნებს, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი საქმიანობების მიმართულებები და პრიორიტეტებიც გავაცანი“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც მიმართა.

გალერეა

  • ხატია წილოსანი: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე სათანადო განხორციელების ხელშეწყობაა“, 2021 წლის 25 მარტი