გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე ხატია წილოსანი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

06 აპრილი 2021

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ მოადგილეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოს ტყვიით დაბინძურების შესახებ კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით შემუშავებული პროექტის პირველადი ვერსია გააცნეს.

2020 წელს, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევა, განახორციელა, რომლის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ასევე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩართულობით მომზადდა პროექტი „ეროვნული დიეტური და ნუტრიციული კვლევა საქართველოში: პირველი ნაბიჯი - სურსათისმიერი რისკების რაოდენობრივი შეფასების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“.

კვლევა, რომლის განხორციელებაც 2021-2024 წლებშია დაგეგმილი გულისხმობს საქართველოში სურსათისმიერი, მათ შორის ტყვიის შემცველობით განპირობებული რისკების რაოდენობრივი შეფასების უზრუნველყოფას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სურსათის ინდივიდუალურ დონეზე მოხმარების ფაქტიური კვების შესწავლის გზით

კვლევა მოიცავს როგორც თბილისს, ასევე, საქართველოს 10 რეგიონს და ჯამში გულისხმობს 4000-მდე რესპონდენტის გამოკითხვას, რომლებიც დაექვემდებარებიან მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის პროცესს. ასევე, განხორციელდება ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ნიმუშების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რათა განისაზღვროს ხომ არ ხვდება კონტამინანტები ადამიანის ორგანიზმში ამ წყაროებიდან.

დღვანდელი სხდომის მიზანია, რომ გავიგოთ სად ვდგავართ, რატომ არის აქტუალური ეს საკითხი და რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევის ჩატარების მიზანშეწონილობა იყოს დასაბუთებული. რადგან ხშირად ვრცელდება დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებეილი ინფორმაცია, რომ საკვები და ადამიანისთვის განკუთვნილი სხვა სურსათი შეიცავს გადაჭარბებული რაოდეობით სხავადასხვა მძიმე მეტალებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რაც გადამოწმების შედეგად არ დასტურდება. მაგრამ, ვინაიდან არსებობს ეჭვები საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, სწორედ ამის პასუხს მოგვცემს ჩატარებული კვლევები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე ხატია წილოსანი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2021 წლის 6 აპრილი