მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

23 აპრილი 2021
მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე იაპონიის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა. 

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის გეგმები და პრიორიტეტები, როგორებიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოსდაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში, ასევე განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე”, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შესაძლოა განხორციელდეს იმისთვის, რომ შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმები ნარჩენების მდგრადი და ეფექტიანი გადამუშავების პრაქტიკის დანერგვისა და ინდუსტრიაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისთვის.

გალერეა

  • მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2021 წლის 23 აპრილი