აჭარის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

07 აპრილი 2021
აჭარის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს და არსებული გამოწვევების მიმართულებებზე იმსჯელეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის და ქვიშა-ხრეშის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. საუბარი ასევე შეეხო მაჭახელას დაცული ტერიტორიის სტატუსს და თაფლის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ტყის ფონდში ფაქტობრივად მფლობელობაში არსებული მიწების საკუთრებაში გადაცემის საკითხებზე და მისი კანონმდებლობით განსაზღვრის საჭიროებაზე ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, აჭარელ კოლეგებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ და სამომავლო კომუნიკაციაზე შევთანხმდით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის ხაზით მთიან აჭარაში მოსახლეობის მიერ დასმულ საკითხებზე გაამახვილა. საკითხი შეეხებოდა როგორც სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის განკარგვის თემებს, ასევე მიწით სარგებლობასთან დაკავშირებულ მიმართულებებს.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე დაესწრნენ.

გალერეა

  • აჭარის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, 2021 წლის 7 აპრილი
  • აჭარის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, 2021 წლის 7 აპრილი
  • აჭარის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, 2021 წლის 7 აპრილი