არსებობს მოლოდინი, რომ ეკონომიკური აქტივობა ოპტიმისტური სცენარით წარიმართება, რაც მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2021 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწ

15 ივნისი 2021

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუეჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე ისუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის 12 თვის გეგმის ფაქტიური შესრულება 102,7%-ს შეადგენს. გასული წლის ეკონომიკური კლება ჯამში 6,2 % იყო, რაც პანდემიის ზეგავლენით იყო გამოწვეული. 

მინისტრის მოადგილემ სამინისტროების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე და პანდემიით გამოწვეული სუბსიდიებისა და დახმარებების სახით გაცემულ დამატებით ხარჯებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე, სადაც მისი თქმით ბიუჯეტის შესრულება 102%-ია და გასულ წელს 496 მლნ ლარზე მეტია ათვისებული.

გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე საუბრისას კი მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით გასულ წელს შესრულება 94% (581 ათასი ლარი) იყო.

სხდომაზე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის განხორციელებისთვის, დაცული ტერიტორიებისთვის, სატყეო სისტემის დაცვის მიმართულებით, ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე, ველური ბუნების სააგენტოს და მისი ღონისძიებების დაფინანსების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელზე. ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გარემოს დაცვის მონიტორინგისთვის გაწეულ საბიუჯეტო ხარჯებზე.

მომხსენებლის განცხადებით, „მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით არსებობს მოლოდინი, რომ ეკონომიკური აქტივობა ოპტიმისტური სცენარით წარიმართება, რაც მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. შესაბამისად ვალიც და დეფიციტის მაჩვენებლებიც შემცირდება“. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, „მიუხედავად პანდემიისა ათვისების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს წიაღის მართვის მიმართულებით“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე მოსმენას.

გალერეა

  • არსებობს მოლოდინი, რომ ეკონომიკური აქტივობა ოპტიმისტური სცენარით წარიმართება, რაც მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს, 2021 წლის 15 ივნისი