თამარ ტალიაშვილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

31 მარტი 2021
თამარ ტალიაშვილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრის „ჩვენი ბორჯომის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ბორჯომის განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ნოზაძემ დეპუტატს ორგანიზაციის მიზნები, მისია და ამოცანები გააცნო. მისი განცხადებით, ცენტრი 4500 მოსწავლეს აერთიანებს და ისინი არაფორმალური განათლების აქტივობებით ავითარებენ უნარებს, იღებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. ცენტრში ასევე წარმატებით ფუნქციონირებს ახალგაზრდული საკრებულო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ინიციატივების გამოხატვა.

თამარ ტალიაშვილმა არაფორმალური განათლების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო პროცესში თანაბარი ყურადღება უნდა დაეთმოს მონაწილეებში ტრენინგის თემატიკის შესაბამისი კომპეტენციების: ცოდნის, უნარებისა, ფასეულობისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რაც ხანგრძლივ პროცესს გულისხმობს. მისი განმარტებით, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონებში მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობა არაფორმალური სწავლების პროცესში.

დეპუტატმა, ცენტრის წარმომადგენლებს, ქართული პარლამენტარიზმის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში საინფორმაციო ტურის დაგეგმვა შესთავაზა.

პარლამენტის წევრთან გამართულ შეხვედრას ახალგაზრდობის განათლების ცენტრის „ჩვენი ბორჯომისთვის“ ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე და ცენტრის წარმომადგენლები თეა გუნთაიშვილი და თინათინ ჯავახაძე დაესწრნენ.

გალერეა

  • თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრთან შეხვედრა გამართა, 2021 წლის 31 მარტი
  • თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრთან შეხვედრა გამართა, 2021 წლის 31 მარტი
  • თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების ცენტრთან შეხვედრა გამართა, 2021 წლის 31 მარტი