განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ

20 ივლისი 2021
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები  უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სერჰი შკარლეტს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„გავცვალეთ საინტერესო იდეები. აღმოჩნდა, რომ უკრაინაშიც სწორედ ახლა მუშაობენ განათლების კანონმდებლობის კოდიფიცირებასა და ერთიანი კოდექსის შექმნაზე. ჩვენც ამ იდეას ვამუშავებთ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება. საინტერესო იყო ჩვენი უკრაინელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ისევე, როგორც საქართველოში, უკრაინაშიც პროფესიული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს, შესაბამისად, შეხვედრაზე დუალურ განათლებაზეც იმსჯელეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენ მივიღეთ მიწვევა უკრაინის დელეგაციის მხრიდან. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა არის მყარი, ძალიან მტკიცე და გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კავშირი. განათლება არის სწორედ ის სექტორი, სადაც ამ კავშირების გამყარება და გაძლიერება არის შესაძლებელი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.

გალერეა

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები  უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ