ქუთაისში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

10 თებერვალი 2021
ქუთაისში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე, ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის სხდომა ქალაქ ქუთაისში,  იუსტიციის სახლში გაიმართა, სადაც დეპუტატებმა  ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უწყებების თემატური მოხსენებები მოისმინეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

კომიტეტის სხდომას საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობასა და მისი ეფექტურად განხორციელების გზებსა და  შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს შესაძლებლობა მოგვეცა, იმ  ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გავცნობოდით, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ვიხილეთ, რომ ქუთაისში არის მოწინავე გამოცდილებები, რომელთა რეალურად კარგად გაზიარების და ქვეყანაში უფრო ფართოდ იმპლემენტაციის მეტი შესაძლებლობები ჩნდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით,  ქუთაისში გამართული კომიტეტის სხდომა UNICEF-ის და სახელმწიფო სტრუქტურების კარგი თანამშრომლობის მაგალითია, რომელიც უნდა იქნას გავრცელებული მთლიანად საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს გაწეული საქმიანობისთვის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კონტრიბუციისთვის, რასაც UNICEF ახორციელებს და პირადად თქვენი აქტიური  ჩართულობისთვის, ბატონო ღასან, რაც ხაზგასასმელი, დასაფასებელი და მეტად მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა და მაღალ დონეზე აწევა, ეს არა უბრალოდ საჭიროებაა ქვეყნისთვის, არამედ ეს არის ის ინდიკატორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულობის დონეს განსაზღვრავს. არის ბევრი ინდიკატორი, რომლითაც ქვეყნის განვითარებულობის ხარისხი იზომება, მაგრამ ერთ-ერთი და ჩემთვის განსაკუთრებულად საყურადღებო და მნიშვნელოვანი გახლავთ ბავშვთა უფლებების საკითხი. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მით უფრო მაღალია ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი, რაც უფრო მაღალია ბავშვთა უფლებების დაცვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის სხდომაზე ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ რა გაკეთდა და რა იგეგმება თითოეულ მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

როგორც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, საჭიროა კოორდინირებული თანამშრომლობა, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე იმ ნაბიჯების კუთხით, რომელიც თვითმმართველობის მიერ უნდა გადაიდგას  ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების მისაღწევად.

„ეს ნამდვილად ახალი თემაა და  თავიდანვე რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, საჭირო იქნება ცენტრალური ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
უწყებების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე ლეჟავამ; იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თათია ხოჭოლავამ.
 
როგორც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  ღასან ხალილმა აღნიშნა, ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების როლი.

„სხდომა  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების თვალსაზრისით. დისკუსია  საინტერესოდ მიმდინარეობდა. დასმული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის კონტექსტში. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაზე, ამ პროცესში მუნიციპალიტეტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.  ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვის უფლებები უკეთ იყოს დაცული და რა მხარდაჭერა უნდა გაუწიოს  მას მუნიციპალიტეტებმა“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ლომინაძის განცხადებით,  რაც  მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, უკვე მეორე კომიტეტმა გამართა ქუთაისში გასვლითი სხდომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  პრობლემების ახლოს გასაცნობად.

„ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა ქუთაისსა და პარლამენტს შორის მომავალშიც  გაგრძელდება  და იქნება ძალიან ნაყოფიერი ჩვენი მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გალერეა

  • ქუთაისში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე, ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს, 2021 წლის 10 თებერვალი