კახა კუჭავა: სექტემბრამდე გადაწყდება საპარლამენტო კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი

10 ივნისი 2021
კახა კუჭავა: სექტემბრამდე გადაწყდება საპარლამენტო კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი

საპარლამენტო კომიტეტებსა და კომისიებში ფრაქციების წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებით კონსულტაციები საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„პარლამენტი განიხილავს და სექტემბრამდე გადაწყდება კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი და მაქსიმალურად შეეცდება დაკმაყოფილდეს ყველა დეპუტატის მოთხოვნა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი პარლამენტში ახალი პოლიტიკური პარტიების შემოსვლამ გამოიწვია.