საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდიუმის წევრებს შეხვდნენ

11 აპრილი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდიუმის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გაერთიანების - „ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების“ (IUSY) ლიდერებს და პრეზიდიუმის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა სტუმრებს საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნეს.

დეპუტატებმა, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის და საგარეო პრიორიტეტების შესახებ, ახალგაზრდებს ინფორმაცია გააცნეს და ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წელია ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების წევრია და აღნიშნულ ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

ახალგაზრდული გაერთიანების მმართველების და გაერთიანების წევრების მიერ, გამოცდილების გაზიარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, თბილისში კონფერენციის გამართვა იგეგმება. გაერთიანებაში არსებული შავი ზღვის კომიტეტი მრგვალი მაგიდისა და პანელური დისკუსიის ფორმატში „ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაოს“ შესახებ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელებენ.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდიუმის წევრებს შეხვდნენ