საპარლამენტო უმრავლესობა რიკ დემსს შეხვდა

27 ივლისი 2021
საპარლამენტო უმრავლესობა რიკ დემსს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. 

მხარეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე. 

„ჩვენი სურვილია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ეს დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ამ პროცესში საქართველოს პოტენციურ როლზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე და მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობა რიკ დემსს შეხვდა