მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

17 ივნისი 2020
მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები, პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და საარჩევნო კანონმდებლობის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.

უკრაინას და საქართველოს საერთო გამოწვევები და საერთო პრობლემები გვაქვს, ასევე ოკუპანტის სახით საერთო მტერიც გვყავს. უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრაზე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, როგორც ეს ჩვენ ქვეყნებს შეესაბამება. საქართველოსა და უკრაინას შორის დღეს არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს ხელს უწყობს ის საერთო ინტერესები, რაც ორივე ქვეყანას გაგვაჩნია. შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე და მისი დაძლევის გზებზე ვისაუბრეთ. ელჩმა ეპიდემიის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წარმოუდგენელი შედეგები დადო პანდემიასთან ბრძოლის და შესაბამისი მენეჯმენტის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გალერეა

  • მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2020 წლის 17 ივნისი