კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

10 ივნისი 2021
კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო.

ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მააიკე ვან კოლდამმა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გალერეა

  • კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა, 2021 წლის 10 ივნისი