კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

22 ივნისი 2021
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, განვითარების მიზნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გრანტის სახით 66 960 382 აშშ დოლარს გამოუყოფს. შეთანხმების ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შესაძლოა საგრანტო თანხა 330 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. რაც შეეხება უკვე გამოყოფილ თანხას, იგი შემდეგნაირად გადანაწილდება: გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებაზე - 14 517 000 აშშ დოლარი დაიხარჯება; მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად - 25 880 000 აშშ დოლარი გამოიყოფა; ხოლო ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნისთვის - 26 562 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგრანტო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩაირიცხება და მის დახარჯვას USAID კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით უზრუნველყოფს. კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისთვის საგრანტო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.